„ელგრინი” ელექტროენერგიის იმპორტის 2021 წლის აპრილის ფასებს ასაჯაროვებს

ენერგეტიკულმა კომპანია „ელგრინმა“ 2021 წლის აპრილში განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფები გაასაჯაროვა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ კომპანიის მიერ მიწოდებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „ელგრინი“ განაგრძობს 2021 წლის იანვრიდან დაწყებულ პრაქტიკას და საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებსა და ტარიფებს ყოველთვიურად აქვეყნებს.

„2021 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 259.6 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა. აქედან, 173.4 მილიონი კილოვატ/საათი -რუსეთიდან, 36.2 მილიონი კილოვატ/საათი- აზერბაიჯანიდან, ხოლო 50.1 მილიონი კილოვატ/საათი- თურქეთიდან შემოვიდა.

რუსეთიდან 173.4 მილიონი კილოვატ/საათის იმპორტი სრულად მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და არც ესკოს და არც სახელმწიფო ბიუჯეტს ამაში თანხა არ გადაუხდია.

36.2 მილიონი კილოვატ/საათიდან 23.1 მილიონიკილოვატ/საათი „ელგრინმა“ ესკოს 3.9/3.9/6.9 ცენტად მიაწოდა, ხოლო 13.1 მილიონი კილოვატ/საათის მიწოდებაზე გარიგება პირდაპირ მომხმარებლებთან შედგა“,- ნათქვამია „ელგრინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, კომპანია „ელგრინის“ წარმომადგენლები Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის კვლევის გამოქვეყნებულ შედეგებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ კვლევა მკაფიოდ ასახავს საქართველოს ელეტროენერგეტიკული ბაზრის ტენდენციებს და რეალობას, მათ შორის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასებისა და მოცულობების შეფასების კუთხით.

„კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენს მიერ არაერთხელ აღნიშნული ფაქტი, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იაფია როგორც თურქეთიდან, ასევე რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე“, - აღნიშნა „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა.

„კომპანია „ელგრინი” ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობით არის დაკავებული და ელექტროენერგიის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით აწარმოებს.

2015 წლიდან კომპანია აზერბაიჯანიდან იაფი ელექტროენერგიის იმპორტს საქართველოშიც ახორციელებს”-, ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა