დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში მონაწილეობის მსურველი დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. განაცხადის შევსება იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

„ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.

დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ: ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106; ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27; გორი – სამების ქ.N1; რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა