„ჯივიპი“ ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კრწანისის რაიონში, კალანდაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით წყალსადენისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ატარებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ახლით იცვლება 0,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მოძველებული ქსელი. ახალ ქსელზე მონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

„ ამ ეტაპისთვის „ჯივიპიმ“ კალანდაძის ქუჩაზე დაასრულა წყალარინების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები და აქტიურად აგრძელებს წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციას. შედეგად, კალანდაძისა და მიმდებარე ქუჩებზე 1000-ზე მეტ აბონენტს გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

კომპანია აღნიშნულ პროექტში 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე - ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები ძვირდება - პირველადი ჯარიმა 50 ლარი დარჩება, ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის კი თანხა გაიზრდება
საქართველოში „ვებსტერის უნივერსიტეტის“ უცხოელი პროფესორების ვინაობა ცნობილია
BTU მსოფლიოს წამყვან კიბერუსაფრთხოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას იწყებს
Fitch-მა "ლიბერთის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურად" შეაფასა
„მოასწარი ზაფხული“ - ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო