„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 2-3 ივნისს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 2-3 ივნისს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 195.2 და 210 კილომეტრებზე არსებული კოროზირებული მონაკვეთები შეიცვლება ახლით. რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.2- 210 კმ მონაკვეთზე კი განხორციელდება პროფილაქტიკური სამუშაოები.

„აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 2 ივნისის 08:00-დან 3 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახოიანები, ტუშურები, ჯერვალიძეები, ალაჭანი, წიკვრიანთკარი, საკრეჭიო, ზარიძეები, ხობცა, იარაჯულები.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა