ირაკლი კობახიძის შეფასებით, უხერხულია, როდესაც პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე, სხვის ხარჯზე გინდა პარლამენტში შესვლა

როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის საფუძვლად აცხადებს ამნისტიის შესახებ პუნქტს, ამით ის ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონი იმ ფორმით რა ფორმითაც არის ჩვენი მხრიდან ინიცირებული, ზუსტად შეესატყვისება მიშელის დოკუმენტს - ეს არის პირდაპირი აღიარება მათი მხრიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც პოლიტიკურ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე, სხვის ხარჯზე გინდა პარლამენტში შემოსვლა.

"ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტს მათ შორის იმის გამო, რომ ამნისტიის შესახებ პუნქტი არსებული სახით არის ჩადებული. ეს ნიშნავს მათი მხრიდან იმის აღიარებას, რომ ჩვენი კანონპროექტი ზუსტად შეესაბამება მიშელის დოკუმენტს - ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ არ ეთანხმებიან ამ პუნქტს მიშელის დოკუმენტში, ეს არის აღიარება, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი არის შესაბამისობაში. როდესაც შენ ხელს არ აწერ პოლიტიკურ შეთანხმებას და ასე გინდა, რომ სხვის ხარჯზე შემოხვიდე პარლამენტში - ეს არის ბუნებრივია, მინიმუმ უხერხული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად არათანმიმდევრულები არიან საკუთარ ნაბიჯებში და რა თქმა უნდა, ეს არის მათი მარცხის საბოლოო გაფორმება. საერთაშორის პარტნიორების მხრიდან შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არის აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური", - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - ყაზახეთში არსებული ვითარება ბევრ კითხვებს ბადებს, თუ რა სცენარით განვითარდება პროცესები, დასკვნების გაკეთება აშკარად ნაადრევია
მამუკა გამყრელიძე - მსოფლიოში  დაიწყო ახალი გადანაწილება,  არსებული შეთანხმებები და  ფორმატები  ეფექტურად ვეღარ მუშაობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ავერსი სოციალურად დაუცველ პენსიონერს მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში მოემსახურება ყოველდღე ფასდაკლებით და საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს
„მაგნიტში“ გრანდიოზული საიუბილეო გათამაშება დაიწყო
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტების ჩართვას სხვადასხვა პირობით გვთავაზობს
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში