საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას წარადგინა გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ამავე სამსახურის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების შესრულებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გერმანული წარმოების წყლის ტუმბოების ნაცვლად, დაამონტაჟა ჩინური წარმოების იაფფასიანი ტუმბოები. რის შედეგადაც, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 15 150 ლარს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ორმა თანამშრომელმა, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, შეადგინეს ინსპექტირების ყალბი დასკვნა, თითქოსდა ხსენებული კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა