მამუკა ხაზარაძე - გიორგი გახარია იყო და დღესაც არის არაფორმალური მმართველობის ნაწილი, იგი თვალდახუჭული ასრულებდა ივანიშვილის დავალებებს

გიორგი გახარია იყო და არის დღესაც არაფორმალური მმართველობის ნაწილი - იგი თვალდახუჭული ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის დავალებებს,- ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ის გამოეხმაურა ბექა ლილუაშვილის მიერ არაფორმალურ მმართველობაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ დღევანდელი განცხადება „უბრალოდ ცინიზმია".

"გიორგი გახარია სამწუხაროდ, ასრულებდა დავალებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იყო. ამის მაგალითია ანაკლია, კრიმინალური წერილების გადმოცემა, „ტროლების და ბოტების“ ქარხნების მფარველობა და უამრავი სხვა რამ, რომელიც მისი ხელით ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაკეთდა. ამიტომ დღევანდელი განცხადება (ბექა ლილუაშვილის) არის უბრალოდ ცინიზმი და ასე ვერ „გათეთრდება“ის, რაც „გააშავეს“ ამდენი წლის განმავლობაში,"- განაცხადა ხაზარაძემ.

„მას შემდეგ, რაც მე მომეცა პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების და ჩართულობის შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ არაფორმალური მმართველობის ფორმები საქართველოში არსებობს,- ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო