მამუკა ხაზარაძე - მთავარი მიზანი ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, უმნიშვნელოვანესია

მთავარი მიზანი - ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით, უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც ოპოზიციას წყენის დავიწყებას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ძალების გაერთიანებას სთავაზობს.

ხაზარაძის თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ 2022 წელს რიგგარშე არჩევნები დაინიშნოს.

"ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. ძალიან მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, "ლელო" მოწოდებულია იმისთვის, რომ ქვეყანაში 2022 წელს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შემოდგომის ადგილობრივი არჩევნები ისე მოგებული, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავისტუმროთ და დაინიშნოს რიგგარშე არჩევნები. არ მინდა ვიფიქრო, რომ ოპიზიციაში ვიღაცას აღარ უნდა ეს სცენარი, ეს იქნება ღალატის ტოლფასი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მთავარი მიზანი ქვეყანაში მოვიდეს კოალიციური მთავრობა და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით, არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა ხაზარაძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, რომ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწრენ, ხაზარაძე ამას " შეცდომად" აფასებს.

"ბუნებრივია, შეიძლება იყოს დეტალი, რომელიც ვინმეს შეიძლება არ მოსწონდეს და ძალიან მარტივია, უბრალოდ, არ მიიღებ მონაწილეობას ამ კანონის მიღებაში ან შენს ვარიანტს შესთავაზებ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ხელს არ აწერენ შეთანხმებას, ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროკურსისთვის არის დამაზიანებელი,"- განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა