ალეკო ელისაშვილი - თუ ხელს არ აწერ და ისე შემოდიხარ პარლამენტში, ან კომიტეტის თავმჯდომარეობა რატომ უნდა მოითხოვო ან დელეგაციები, რა დაკარგვიათ აქ?! ეს სასტუმრო კი არაა, რომ ვიღაცამ კომფორტულად იგრძნოს თავი, ან აბანო

აბსოლუტურად მართალს ამბობს ირაკლი კობახიძე, მერე რა, რომ ირაკლი კობახიძეა?! - ასე ეხმიანება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ელისაშვილიც კობახიძის მსგავსად მიიჩნევს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, არც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და არც სხვა პრივილეგიებით ისარგებლოს, რასაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

"თუ ხელს არ აწერ და ისე შემოდიხარ პარლამენტში, ან კომიტეტის თავმჯდომარეობა რატომ უნდა მოითხოვო, ან საპარლამენტო დელეგაციებში, ან საარჩევნო რეფორმის ჯგუფში რატომ უნდა იყო საერთოდ, თუ დღემდე ვერ ხვდები, რომ იმ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერო?! საერთოდ რა უნდათ, რა დაკარგვიათ აქ?! ეს სასტუმრო კი არ არის, რომ ვიღაცამ კომფორტულად იგრძნოს თავი, ან აბანო, ეს არის პარლამენტი, სადაც ხალხის სამსახურისთვის უნდა შემოდიოდეს ყველა და ის, რომ დისკომფორტს და კომფორტს შეუქმნი ვინმეს, სასაცილოა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა