ირაკლი ზარქუა - თუ საქმის კეთება არ უნდა „ნაცმოძრაობას", ყვირილი გარეთაც შეეძლოთ - ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის?

თუ საქმის კეთება არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას", აბა ყვირილი გარეთაც შეეძლოთ - ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე.

ზარქუას თქმით, თუ ისინი საკანონმდებლო ორგანოში ხელფასისთვის შედიან, ეს საკუთარ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რომელსაც „წვიმაში, ქარში და ავდარში გარეთ დაატარებდნენ".

„ოპოზიციის ნაწილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი ბოკერია, არიან დესტრუქციული, რუსული ფორმაციის ძალა, რომელიც ყველაფერზე მიდის, ამ ქვეყანაში რომ ქაოსი ააგორონ. არ გამოუვიდათ ეს, 6 თვე გვიმტკიცებდნენ გაყალბდა, არ შევალთ, გამორიცხულიაო, ახლა შემოდიან და ხელს არ აწერენ დოკუმენტს, რაც მიშელმა და ევროპამ დაგვიდო. ჩვენთვის არ იყო იქ ბევრი თემა მისაღები, მაგრამ თქვეს, რომ თქვენს ქვეყანას სჭირდება ასე, ავდექით და მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან ფიქრობს და საზრდოობს, არ მოაწერეს მათ და შემოდიან, აბა რა უნდათ პარლამენტში, თუ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არ გინდა, თუ ხელს არ აწერ, აბა ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი - დიახ ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, დიახ მოგატყუეთ - მიმართონ თავის ამომრჩეველს, რომელსაც წვიმაში, ქარში და ავდარში გარეთ დაატარებდნენ და ახლა უთხრან, რომ ხელფასები და თანამდებობები უნდათ და ამიტომ შედიან, სხვა საფუძველი არ აქვთ - ტრიბუნა? ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ?"- განაცხადა ზარქუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს