შალვა პაპუაშვილი - გახარია უმრავლესობას არწმუნებდა, რომ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო, ამის მოწმეა 90 დეპუტატი

სწორედ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო და როცა მელიამ მართლმსაჯულებას ასეთი გამოწვევა ესროლა, სახელმწიფოს რეაქცია უნდა ჰქონოდა - ამის მოწმეა უმრავლესობის 90 წევრი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი, რასაც გახარიას მხრიდან პასუხი უნდა გაეცეს, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება.

"იყო განცხადება, რომ თითქოს ეს იყო გახარიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი. უმრავლესობის 90 წევრია მოწმე, რომ უმრავლესობის შეხვედერაზე გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებაში და იმაში, რომ მისი დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო. მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა. მან ეს უნდა ახსნას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა