გიორგი ვაშაძე - თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში?

თუ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერ, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? - ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შევიდნენ პარლამენტში, თუმცა, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს.

ვაშაძემ დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა.

„კარგია, რომ შედიან პარლამენტში, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ინფანტილიზმად მიმაჩნია ეს ჭიდაობა, რომ ხელს არ აწერენ. თუ ხელს არ აწერ იმ დოკუმენტს, აბა, რა უნდა აკეთო პარლამენტში? თუ პარლამენტი არალეგიტიმურია, შეთახმებას ხელს არ ვაწერ, არ ვმონაწილეობ ამაში, აბა კითხვა მაქვს, რა უნდა აკეთონ პარლამენტში? რისთვის შემოდიან? ახლა მეორე ინფანტილიზმი „ქართული ოცნების“ მხრიდან დაიწყო - თუ არ აწერ ხელს, მაშინ არ ხარ მონაწილე ამ ყველაფრის და ვართ საბავშვო ბაღში. საერთოდ, ქვეყანაში არის ცრუ დილემა გამოყენებული, რომ თითქოს ეს პაექრობა არის ხალხისთვის მნიშვნელოვანი. ხალხისთვის მნიშვნელოვანია საპენსიო სესხის პროცენტი, სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, ნამახვანჰესი,რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენ ხალხის ხმა ვიქნებით პარლამენტში,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და არც სხვა პრივილეგიებით ისარგებლებს, რასაც მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს