ნათია თურნავა - პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის მიხედვით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა - რა არის ამის მიზეზები? პირველი და უმთავრესი ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა

აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილიზაცია დაწყებული იმ ნაბიჯით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება და კანონი, დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და აი ბოლოს მოიტანა ის, რომ ჩვენ ახლა პარტიები გვყავს საპარლამენტო რეჟიმში გადაყვანილი და ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკაში დადებითი მუხტის გაჩენის საწინდარი პოლიტიკური სტაბილურობაა.

„პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიის მიხედვით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა. რა არის ამის მიზეზები? პირველი და უმთავრესი ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ კვლევაში ამოიკითხოთ, რომ როდესაც ბიზნესი აფასებს სამომავლო გეგმებს და ინვესტიციებს იმისთვის, რომ მას ჰქონდეს მეტი ნდობა ეკონომიკისადმი, მთავრობის ნაბიჯებისადმი, ინვესტიციების განხორციელებისადმი - აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც გამყარდა ჩვენი გუნდის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების დახმარების შედეგად და მთლიანად საზოგადოებაში ჯანსაღი აზრის გამარჯვების შედეგად არის მთავარი საწინდარი რატომაც გაჩნდა ეკონომიკაში ასეთი დადებითი მუხტი, რატომაც გაჩნდა ახალი ინვესტიციების განხორციელების სურვილი და დიდი ნდობა მთავრობის მიმართ, რეფორმების მიმართ, ეკონომიკის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეული გადაწყვეტილება, რომელმაც მოიტანა პოლიტიკური სტაბილიზაცია დაწყებული იმ ნაბიჯით, რომელმაც განამტკიცა მართლმსაჯულება და კანონი, დამთავრებული იმ კომპრომისით, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულებაზე მეტყველებს და აი ბოლოს მოიტანა ის, რომ ჩვენ ახლა პარტიები გვყავს საპარლამენტო რეჟიმში გადაყვანილი და ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას ვუბრუნდებით“, - განაცხადა თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა