სემეკში უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში უსინათლოთა და მცირე მხედველთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანიამ და სემეკი-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკი-ს სამოქმედო გეგმა გააცნეს და მათი კომენტარები და მოსაზრებები მოისმინეს.

„სემეკი-ს თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

სემეკი-ს მიზანია იმ პრიორიტეტების გამოკვეთა, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების დაცვას. სემეკმა შეიმუშავა და დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტებთან ერთად მოხდება სემეკისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის ვებგვერდების ადაპტირება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის.

სამოქმედო გეგმა შემუშავებულია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა