იაგო ხვიჩია - ვაპირებდით, რომ "ნაცმოძრაობას" პარლამენტში წყლის თოფებით დავხვედროდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, რადგან ამას "პოლიტიკური კუდები“ მოებმებოდა

"გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, "გირჩის" წევრები გეგმავდნენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში წყლის თოფებით დახვედროდნენ, თუმცა, გადაიფიქრეს, რადგან შესაძლოა, ამას "პოლიტიკური კუდები მობმოდა".

"ვაპირებდით, მაგრამ გადავიფიქრეთ, ვიფიქრეთ, რომ ამას პოლიტიკური კუდები მოებმეოდა და ვერავის დავაჯერებდით, რომ ჩვენ უბრალოდ გავაგრილეთ ჩვენი კოლეგები. ეს თოფები თქვენმა კოლეგამ გვაჩუქა და გამოვიყენეთ იმის აღსანიშნავად, თუ რას ვაპირებდით და რაზე ვთქვით უარი,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, თუ პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილიც შევლენ, საკანონმდებლო ორგანოში ხინკლის მიტანასაც არ გამორიცხავენ.

"ეს დამატებით უნდა გავიაროთ პარლამენტის ადმინისტრაციასთან.

ვათვალიერებდით და შემოსასვლელი რომ არის, იქ მოაჯირებზე არის კარგი დასადები ადგილი და გვინდა გამოვიყენოთ, როცა შალვა ნათელაშვილი და თაკო ჩარკვიანი შემობრძანდებიან პარლამენტში,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო