ვახო სანაიას განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკითხვა, მისი თავდასხმის საქმეზე, დასრულდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სანაიამ განაცხადა, რომ ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაცვის მხარეს ჰქონდა.

„პროცესზე 4 ადვოკატი მისვამდა კითხვებს. შეკითხვებში ვერაფერი ისეთი ვერ დავინახე, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ საქმეზე ყველაფერი ისედაც ცხადია. შეკითხვებზე გავეცი პასუხი, რაც იყო და როგორც იყო. დაცვის მხარეს საქმეს მიჰყავს იქითკენ, რომ თავის კლიენტები დაიცვან. დეტალებზე მეკითხებოდნენ, რაც კადრებში ისედაც ჩანს. რაც არ ჩანს კადრებშიც, ამაზეც მეკითხებიდნენ.

ვთქვი, ვინ როგორ იქცეოდა, ვის რა ქმედება ჰქონდა ჩადენილი. ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი.

კითხვებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რაც ისედაც მქონდა, აბსოლუტურად დაცვის მხარე არის განიარაღებული“, - განაცხადა სანაიამ.

ვახო სანაიას უფლებადაცველის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ყველა კითხვას გაეცა პასუხს, რომელიც როგორც დაცვის ასევე ბრალდების მხარეს ჰქონდა.

„ვახო სანაიმ დეტალურად მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც მას გადახდა იმ კონკრეტულ მომენტში. ეს ინფორმაცია იყო ზუსტი და თანმიმდევრული. ამ გამოკითხვის შემდეგ არ დარჩა არც ერთი გაუცემელი კითხვა, რომელიც ჰქონდა როგორც დაცვის მხარეს ასევე ბრალდების მხარეს.

დღეს გამოკითხვაზე დამატებით სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა. ეს მტკიცებულებები გამოიკვლევა შემდეგ ეტაპზე. რაც შეეხება ზოგადად საქმეში არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რა თქმა უნდა არსებობს, რომელიც თანხვედრაშია სანაიას მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან" , - განაცხადა მარიკაშვილმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 2 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო