ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ვაშაძეს - პოლიტიკური დემაგოგიის უამრავი მაგალითი მოგვისმენია, თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი იქნებით

პერსონალურად მე თქვენ ერთ რამეს გეტყვით: რომ მოდგები და იტყვი “ჯიბეებს ისქელებთო“, შემომხედე აქა - სანამ მაგას იტყვი, ჩემი სახელი და გვარი ცალკე გამოყავი და საერთო ქვაბში ნუ ჩამაგდებ, გაიგე?! როცა ამას იტყვი, დაამატე, “გარდა ირაკლი ქადაგიშვილისა“, პასუხს ყველა თავისას გაგცემს, - აღნიშნული განცხადებით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა.

“ბატონო გიორგი, პოლიტიკური დემაგოგიის უამრავი მაგალითი მოგვისმენია. თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი იქნებით. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენზე მაგარი დემაგოგებიც შეიძლება გამოჩნდნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა გიორგი ვაშაძის მისამართით და ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ მან საკუთარი ჯიბე მოიკითხოს.

ვაშაძემ ქადაგიშვილს უპასუხა, რომ მისი ჯიბე სამართლადამცავებმა უკვე მოიკითხეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

“თქვენს ჯიბეებს ანტიკორიფციული ორგანობი მოიკითხავენ, როცა სამართლიანი გამოძიება იქნება. ყველაზე მაგარი პრემიერი რომ გყავდათ, ის ამბობს, ქვეყანაში კორუფციააო! თქვენზე ამბობს, კორუმპირებულები ხართო - მე კი არ ვამბობ, ის ამბობს, თქვენი მაგარი თანაგუნდელი რომ იყო“, - მიმართა ვაშაძემ “ქართული ოცნების“ წევრებს.

ბიუროს სხდომაზე დისკუსიის საგანი იყო “სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კანონპროექტის ჩაქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა