კახა კუჭავა - პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას

პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

მან სამართალდამცავებს პროფესიული დღე მიულოცა და დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან ლამაზი ღონისძიება - იმ ადამიანების დაჯილდოება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყოველდღე ცდილობენ და ეს გამოსდით კიდეც, რომ დაიცვან მართლწესრიგი და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ერთი მხრივ, მარტივი მოსასმენია, რომ მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანი გადაარჩინეს, ბავშვი გადაარჩინეს, მეორე მხრივ კი უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდია ჩვენი გმირი პოლიციელების, მაშველების, 112-ის თანამშრომლების წვლილი და როლი იმაში, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და ჰქონდეს ისეთი მართლწესრიგი, როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს მოქალაქეებს“ , - განაცხადა კახა კუჭავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს