არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი უბნები და საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები გამოავლინეს

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა, პირდაპირ ეთერში, შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები და საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები გამოავლინეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განმარტა, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც დისბალანსი დაფიქსირდა და სადაც ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრები ჰქონდა დაწერილი, ერთობლივი მსჯელობის შედეგად 41 საარჩევნო უბანი შეირჩა. მისივე განცხადებით, აღნიშნული უბნები საქართველოს შვიდი რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით 3 უბანზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. შესაბამისად, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით 20 უბანი გამოავლინა, რომელთა ბიულეტინებს, კომისიის მიერ ასევე შერჩევითობითი პრინციპის საფუძველზე გამოვლენილი მთვლელები თავიდან გადაითვლიან.

პარლამენტის ვებ-გვერდის პირდაპირ ეთერში, დოლურის საშუალებით, კომისიამ 20 საარჩევნო უბანი გამოავლინა, საიდანაც 10 თბილისში, ხოლო დარჩენილი 10 უბანი საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. შერჩეული საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინების გამოთხოვის შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წერილობით დღესვე მიმართავს. ბიულეტინების გადათვლის პროცესის დასრულება კვირის ბოლომდე მოხდება.

დოლურით შემდეგი ოცი საარჩევნო უბანი შეირჩა:

  1. საბურთალო 03.03.77
  2. კრწანისი 01.04.17
  3. ქუთაისი 23.59.118
  4. ბათუმი 28.79.33
  5. ჩუღურეთი 06.07.13
  6. მარნეული 13.22.89
  7. მარნეული 13.22.69
  8. ქუთაისი 23.59.85
  9. სამგორი 05.06.92
  10. ბათუმი 28.79.64
  11. ბათუმი 28.79.12
  12. გურჯაანი 09.12.03
  13. საბურთალო 03.03.41
  14. ნაძალადევი 07.09.98
  15. ქუთაისი 23.59.98
  16. მთაწმინდა 01.01.12
  17. გურჯაანი 09.12.02
  18. ნაძალადევი 07.09.66
  19. საბურთალო 03.03.81
  20. ვაკე 02.02.41
ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს