ზაალ უდუმაშვილი - შეშინებულია „ოცნება“ იმის მოლოდინში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შედის პარლამენტში

როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დაიკავებს საპარლამენტო ადგილებს, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ ასეთი იოლი გასეირნება პარლამენტში, როგორიც აქამდე ჰქონდა, აღარ ექნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ მმართველი ძალის შიშს გამოხატავდა იმ ფაქტით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა. მისი თქმით, მმართველ პარტიას დიდი სურვილი ჰქონდა, საპარლამენტო მუშაობა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე გაეგრძელებინა.

„დღეს ჩვენ რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, მე პირადად შემიძლია ამას ერთი შეფასება მივცე, შეშინებულია „ოცნება“ იმის მოლოდინში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შედის პარლამენტში. ამის დემონსტრირება იყო პირდაპირ და მთელი მისი „მესიჯბოქსი“ იყო საკუთარი მხარდამჭერების გამხნევებისთვის განკუთვნილი და არა ზოგადად საზოგადოებისთვის მიმართვა. ბიძინა ივანიშვილის პირველი ჯოჯოხეთი იყო მაშინ, როდესაც ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, ეს მართლაც ჯოჯოხეთი იყო, იმიტომ, რომ დარჩა ერთპარტიული პარლამენტი და რამდენი თვე იბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა იმისთვის, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული. ახლა მეორე ჯოჯოხეთის წინაშე დგას ბიძინა ივანიშვილი, დიდი სურვილი იყო, ეს პარლამენტი ისე წასულიყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნით არ შესულიყო და ეს მჟღავნდებოდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა შევსულიყავით თუ არა. პარლამენტში ჩვენ გარეშე ძალები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიცია რომ გახდეს დომინანტი პარლამენტში და არა „ქართული ოცნება“. ამას სჭირდება გარკვეული ძალები და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის ძალა, რომელიც მიუჩენს თავის ადგილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ძალიან დიდ გონორზე არიან. მერწმუნეთ, ერთი კვირის შემდეგ, ეს გონორი დაიკარგება მათ ხმაში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძალაუფლების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მისაღებად არ შედის და კომიტეტების თავმჯდომარეობის სურვილს არ გამოთქვამს.

„ჩვენ არც ვგეგმავდით შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ძალაუფლების გადანაწილების პროცესში მონაწილეობის მიღებას. ბუნებრივია, როცა ხელს არ აწერ დოკუმენტს, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში ჩვენ არც ვმონაწილეობთ. ჩვენ ნამდვილად არ შევდივართ პარლამენტში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ რომელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი. საერთოდ არ არის ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე დაემშვიდობოს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და ამიტომ შევდივართ პარლამენტში. ბუნებრივია, ამისთვის ძალიან ბევრს ვიბრძოლებთ და გამოვიყენებთ იმ ბერკეტს, რასაც გვაძლევს პარლამენტი, მიუხედავად იმისა, მოვაწერთ თუ არა ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა