ლევან იოსელიანი „ნაცმოძრაობაზე“ - როცა ადამიანებს ტალახს დაუმსახურებლად ესვრი, ამისთვის ან ბოდიში უნდა მოიხადო, ან უნდა მიიღო ის კრიტიკა, რაც დღეს მიიღეს და აუცილებლად მიიღებენ პარლამენტში რომ შემოვლენ

როცა ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს ტალახს დაუმსახურებლად ესვრი, ამისთვის ან ბოდიში უნდა მოიხადო, ან მაშინ უნდა მიიღო ის კრიტიკა, რაც დღეს მიიღეს, ხვალ მიიღებენ და აუცილებლად მიიღებენ პარლამენტში რომ შემოვლენ, - აღნიშნულის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც იოსელიანმა განმარტა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა იმ ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში, ვინც ბიძინასთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

„იმ ადამიანს, თავზე რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს, გახსოვთ, მოუხადეს ბოდიში? როგორ ფიქრობთ, არ ეკუთვნის ბოდიში? ამაზრზენი ფაქტი იყო, რაც მათ გააკეთეს, ის ადამიანი შევიდა აჭარის ავტონომიკური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ახლა თვითონ რომ შემოვიდნენ, იმ ადამიანს მოუხადეს ბოდიში? ან ჩვენ? ვფიქრობ, სულ მცირე, ეს მაინც უნდა გააკეთონ, მერე ყველა იმ ადამიანს უნდა მოუხადონ ბოდიში, ვისაც ტალახი ესროლეს, ვინც ბიძინასთან გარიგებაში დაადანაშაულეს, მათ შორის, ჩვენ, მათ შორის, იმ პარტიებს, ვინც შემოგვიერთდა. გვახსოვს, „ლელოს“ და „აღმაშენებლის“ შემოსვლას რამხელა აქციები მოჰყვა, მონები ეძახეს, მე მგონი, ყველასთან აქვთ ბოდიში მოსახდელი და მერე შეიძლება დავიწყოთ საუბარი მათი შემოსვლა-არშემოსვლა რამდენად გამართლებულია, ან არ არის. საუბარი მოგვიწევს, რადგან იქნება საკითხები, რაზეც მთელი რიგი სამუშაოების გაწევა მოგვიწევს, ოპოზიციას მთლიანობაში, არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ჩემი აზრით, მათ ძალიან შეირცხვინეს თავი იმ საქციელით, რაც 6 თვის მანძილზე აკეთეს, სხვა ამუნათეს და მერე, ისე, თითქოს, არაფერი მომხდარა, შემოდიან პარლამენტში. მთავარი პარლამენტში შემოსვლა-არ შემოსვლა არ არის, როცა ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს ყველას ესვრი ტალახს დაუმსახურებლად, ან ამისთვის ბოდიში უნდა მოიხადო, ან მაშინ უნდა მიიღო ის კრიტიკა, რაც დღეს მიიღეს, ხვალ მიიღებენ და აუცილებლად მიიღებენ პარლამენტში, რომ შემოვლენ, მათ შორის, ჩვენგან“, - განაცხადა იოსელიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს