ზურაბ ნოღაიდელი - „ელ გრინის“ პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველოში ყველა ტიპის გენერაცია განვითარდეს

გვესმის ხოლმე მოსაზრება, რომ რამდენადაც „ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიორია, ამიტომ ადგილობრივი გენერაციის განვითარება ჩვენ ხელს არ გვაძლევს, რადგან საჭირო აღარ იქნება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩვენი შემოსავალიც შემცირდება. ეს ძირშივე არასწორი მოსაზრებაა , - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „ელ გრინისთვის“, როგორც ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანიისთვის, საქართველოში იმპორტი არ არის საქმიანობის მთავარი მიმართულება.

„მუდამ ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ელ გრინის“ ძირითადი მიმართულება აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტია მესამე ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთში და ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

შესაბამისად, საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებით „ელ გრინი“ სასიცოცხლოდაა დაინტერესებული, რამდენადაც იგივე აზერბაიჯანული ენერგიის ტრანზიტი, ხომ ცხადია, რომ საქართველოს გავლით ხორციელდება. ხომ ისიც ცხადია, რომ ტრანსასაზღვრო ვაჭრობით დაკავებული კომპანია დაინტერესებულია, რაც შეიძლება განვითარებული და მდგრადი იყოს იმ ქვეყნების ენერგესისტემები, სადაც ვაჭრობას ახორციელებს“, - განაცხადა ნოღაიდელმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ამოცანაა, ელექტროენერგიაზე საკუთარი მზარდი მოხმარება გენერაციის საკუთარი წყაროებით დააბალანსოს.

„საქართველოს სჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველო როგორც ჰაბი, მათ შორის, როგორც ენერგეტიკული და ენერგოტარნზიტული ჰაბი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უპირატესობები, რომ ყველა ჩვენს მეზობელთან ენერგიის გაცვლის შესაძლებლობა კიდევ უფრო მოცულობითი და მდგრადი იყოს. „ელ გრინისთვის“, როგორც კომერციული კომპანიისთვის, პირდაპირი ინტერესია, რომ საქართველოში ყველა ტიპის გენერაცია განვითარდეს, მათ შორის, პირველ რიგში, მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ნოღაიდელმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა