გიორგი გახარია ანაკლიის პორტზე - სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა

სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა, - ასე უპასუხა „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემის „360 გრადუსი“ ტელეწამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვას, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეხებოდა.

კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გაჩერებამ ქვეყნის ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია და შეეძლო თუ არა მას, რაიმე გაგეკეთებინა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი არ გაჩერებულიყო, გახარია პასუხობს, რომ „კერძო ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა“.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს, სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა. ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი უხარისხო ინვესტორი იყო, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს სიმართლეა, ეს ასეა. მე მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიქტური რეალობაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება, რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა ბოლოს, ეს ყველაფერი დანარჩენი ლირიკა და თავის მართლებაა. ფაქტია ერთადერთი, რომ კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა 4-ჯერ, თუ 5-ჯერ, არ მინდა ახლა ზუსტად აქ ციფრები, პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი დაახლოებით 10-ჯერ არის გადახედილი, რაც შეეძლო სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და უნდა აშენდეს“, - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ის პრემიერ-მინისტრი აღარ არის, შეეცადა თუ არა, მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აეხსნა, ე.წ. წერილი მისი გაგზავნილი რომ არ არის, გახარია პასუხობს, „როგორ უნდა აეხსნა, ან დაერწმუნებინა, როცა მას არ გაუგზავნია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა