გიორგი გახარია - სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა

„ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა. აცხადებს, რომ არიან ან ჩემიანები, ან მტერია. რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაციაა, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ დასრულდება, რომ გამარჯვება შენი ოპონენტის განადგურებას ნიშნავს, „ჩვენ ვიქნებით აი, ასე“.

„მე როდესაც ვამბობ: რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებ, ეს ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ პარტიებთან არ ვითანამშრომლებ. კონკრეტული პარტიების დასახელება არ მინდა. ახლა გეტყვით, რა არის რადიკალური პარტია, სანამ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში არ დასრულდება, რომ გამარჯვება შენი ოპონენტის განადგურებას ნიშნავს, ჩვენ ვიქნებით აი, ასე. არ უნდა იყოს, მაგალითად, ძველი, ან ახალი პოლიტიკური პარტიის სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ განადგურდეს, ვერ გაანადგურებენ. „ქართული ოცნების“ პრობლემა ის კი არ არის, რომ ის უნდა დასრულდეს, ან განადგურდეს არა, ის უნდა განვითარდეს, ისევე როგორც სხვა პარტიები.

სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ რადიკალიზაციის პროცესი დღეს სახეზეა. „ქართულ ოცნებაში“ დღეს რაც ხდება, ხდება ის, რომ აცხადებს: არიან ან ჩემიანები, ან მტერია. რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაციაა“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს