მიხეილ სააკაშვილი - შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ - ვისაც ეწყინება, ცივი წყალი დალიოს

შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქ“ ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სიურპრიზის გამო ყველა ვინც განაწყენდება, შეუძლია „ცივი წყალი დალიოს“.

„შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს ძალიან სერიოზულ სიურპრიზს ვუმზადებთ და ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ. ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ, ვიღაცას გაუხარდება და ეს რამდენიმე მილიონი ქართველი იქნება და 100, 200, 300 კაცს ეწყინება. ყველამ ვისაც ეწყინება, როგორც ერთი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა „ცივი წყალი დალიოს“. ჩვენი ამოცანაა ივანიშვილის რეჟიმის, ამ გველეშაპის საქართველოდან ჩამოშორება.

ნამდვილად არავის არ ვურჩევ პარლამენტის კედლებში ჩაკეტვას. პარლამენტის კედლებში ჩაკეტვა ნიშნავს ისევ მათი თამაშის წესების ბოლომდე მიღებას. მთავარი სამიზნეა, შემოდგომაზე ამათი ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „საცოდავ რუსებს ისევ არ გაუმართლათ, ისევ რაღაც "ფუფლო" შერჩათ ხელში“.

„გახარიას შეხედეთ, აბა რისი პროექტია? კაცი 15 წელი ცხოვრობდა რუსეთში, მათ შორის, როცა გვბომბავდნენ ხმა არ ამოუღია. უკაცრავად და ფული საიდან აქვს? თუ ვინმემ უყურა ამ საცოდაობას ე.წ. პრესკონფერენციას, ისევ არ გაუმართლა საცოდავ რუსებს, ისევ რაღაც „ფუფლო“ შერჩათ ხელში. მესმის, რომ „ტიპი“ იყოს კიდევ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა