გიორგი გახარია - სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია

ქვეყანაში ფაქტია, რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას არის, თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

მისივე თქმით, მმართველობის სისტემა დაბალანსებული არ არის.

„ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ ჩვენ მმართველობითი სისტემის სერიოზული პრობლემა გვაქვს. ეს ფაქტია, რომელიც ზედაპირზეა. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს მმართველობის სისტემა დაბალანსებული არ არის და სისტემის გარეთ მყოფი გარკვეული გავლენის მქონე ჯგუფები სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ახერხებენ“, - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, „არაფორმალური მმართველობა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია“.

„ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ოპოზიციასაც ეხება. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი შევიდეს თუ არ შევიდეს პარლამენტში, ჩავიდა უკრაინაში. რით განსხვავდება, ეს სხვა არაფორმალური მმართველობაა?“, - აღნიშნა გახარიამ.

სანამ ჩვენ ყველა ერთად, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ამ არანორმალურობას არ დავამთავრებთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება მიდრეკილება კერპების მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა. ეს ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პრობლემაა“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ყოველთვის და ყველა ხელისუფლებას ინსტიტუტების რეალურ გაძლიერებაზე მუშაობა უჭირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა