ეკა ბესელია - გიორგი გახარია გულწრფელია, როცა ამბობს, რომ რაღაცის შეცვლის რესურსი ამოწურა, რადგან ყრუ კედელს დაეჯახა, ყრუ კედელში კი კობახიძეები იგულისხმება

20 ივნისზე რა უნდა თქვას, საკუთარი თავი დაიდანაშაულოს? მაშინ უნდა აღიაროს, რომ გადაცდომა ჩაიდინა, კანონს გადააბიჯა და მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა აიღოს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ბესელია განმარტავს, გიორგი გახარია ინტელექტუალური, განათლებული ადამიანია, თუმცა, აქვს სუსტი ადგილები.

„მე დღეს, საერთოდ არ მიკვირდა მისი პასუხები. ეს კითხვები, რომელიც 20 ივნისს და რამდენიმე სხვა კონკრეტულ ეპიზოდს უკავშირდება, რომელიც პოლიციის კანონზომიერი ქმედებების შეფასებას ეხება, ეს ხომ მას პირადად ეხება, ამიტომ მისი თავისუფლების არეალი აქ შეზღუდულია პასუხების გაცემის დროს, მაშინ უნდა გითხრათ, რომ თვითონ არ მოიქცა სწორად, ამიტომ ადამიანურად და პოლიტიკურადაც მესმის, ეს მისი ყველაზე სუსტი ადგილია, როცა ამ კითხვებს მას უსვამენ და ამაზე უწევს პასუხის გაცემა, ეს ის მონაკვეთია, რომელიც მისი, როგორც პრემიერის უფლებამოსილებას, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება, ამიტომაც მას არ აქვს ამხელა თავისუფლება. 20 ივნისზე რა უნდა თქვას, საკუთარი თავი დაიდანაშაულოს? მაშინ უნდა აღიაროს, რომ გადაცდომა ჩაიდინა, კანონს გადააბიჯა და მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა აიღოს. ამაზე მეც არ შემიძლია თვალი დავხუჭო, როგორც არ უნდა ვიყო მის მიმართ განწყობილი. ის ინტელექტუალური, განათლებული ადამიანია, მაგრამ მას აქვს ეს სუსტი მომენტები, მაგრამ არასდროს დავაყენებ ერთ სიბრტყეში იმ ადამიანებთან, ვინც დღეს „ქართულ ოცნებაში“ დარჩა. ის გულწრფელია, როცა ამბობს, ამოწურა დღის წესრიგი პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის, რომ ამოწურა რესურსი რაღაცის შეცვლის, იმიტომ რომ ყრუ კედელს წააწყდა და ყრუ კედელს დაეჯახა, მართლა გულწრფელად ამბობს. ამ ყრუ კედელში კობახიძეები იგულისხმება, ამაზე ლაპარაკობს ის, ვეღარ გაარღვევდა. ეს ყრუ კედელი ძალიან დიდი და ბევრი აღმოჩნდა, ეს არ იყო, ერთი, ორი და სამი. მართლა კობახიძე კი არ არის რაიმე ფიგურა, მის უკან ვინც დგას, ვინც ამაგრებს ამ ყრუ კედელს, იქიდან ვერ დაინახა ეს პოზიტიური ენერგია“, - განაცხადა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო