ნაძალადევის რაიონში ხანძარი იყო. ცეცხლი ხის საამქროში გაჩნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი დანაყოფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.