მამუკა ხაზარაძე - ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ქვეყანაში ფული ჩაადებინა, როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა

"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ელოდება, ხარისხიანი ინვესტორების სიას.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის ინვესტორების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მისი ინფორმაციით არიან: ამერიკული Conti Group-ი, ამერიკული SSA Marine, ჰოლანდიური Van Oord-ი, ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი); ბულგარეთში რეგისტრირებული G Star-ი, ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი; TBC ჰოლდინგი- საქართველოEBRD- ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, OPIC - აშშ საინვესტიციო ბანკი, ADB - აზიის განვითარების ბანკი, AIIB - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი.

"ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი!

ამათ დღეს გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა.

ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა...როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ მინისტრმა.

P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს",- წერს ხაზარაძე.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. გახარიას თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს და სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა. გახარიას აზრით, პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი უხარისხო ინვესტორი იყო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო