“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სარბევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს სარბევის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

მათივე ცნობთ, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისის 10:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კვახჭირი, ოდილაური, გოდოგანი, ჭოგნარი, ნაგარევი, ბროლისქედი, ჭალასთავი.

„ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო