პერუში კორონავირუსის მსხვერპლთა მონაცემების გადახედვის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა

პერუში, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის მსხვერპლთა მონაცემებს გადახედეს, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა. BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მსხვერპლთა რიცხვი არსებულ სტატისტიკასთან შედარებით ბევრად მეტი იყო.

30 მაისამდე არსებული მონაცემებით, პერუში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 69 342 იყო. მონაცემების გადახედვისა და ანალიზის შემდეგ კი დადგინდა, რომ ვირუსს ამ დრომდე 180 764 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემების განახლების შემდეგ, პერუ ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო