მიხეილ ჩხენკელი - ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავშვთა კეთილდღეობისთვის მუშაობას აგრძელებს.

მისივე თქმით, განათლებული მომავალი თაობა ქვეყნის სწორ განვითარებაში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.

„დღეს მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა ყველა ბავშვს და ასევე მათ მშობლებს მივულოცო ეს დღე, ვუსურვო ოცნებების ასრულება და ბედნიერი მომავალი!

ბავშვები ჩვენი უპირველესი საზრუნავია. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შევუქმნათ მათ ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი.

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და ჯანმრთელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში გაზრდილი, განათლებული მომავალი თაობა უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში და ქვეყნის სწორ განვითარებაში ჩადებული საუკეთესო ინვესტიციაა.

გასულ წელს და დღესაც ბავშვთა საერთაშორისო დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებულ პირობებში ვხვდებით. უპრეცენდენტო გამოწვევების პერიოდში ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ, რათა ბავშვებს ჰქონოდათ განათლების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებით აღვნიშნო მასწავლებლების ძალისხმევა და კიდევ ერთხელ გადავუხადო მათ მადლობა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ბავშვთა კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებმა ისწავლონ უსაფრთხო, მშვიდობიან და პოზიტიურ გარემოში, ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა“, - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა