ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად გონივრულ ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაო პროცესში ვერ ჩაერთვებიან.

„ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება. ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ" უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე „ნაცმოძრაობა" ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა",- განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ გონივრული ვადის ამოწურვის შესახებ საზოგადოებას სათანადო დროს აცნობებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო