ანა ბუჩუკური - ხან „ნაცები" გვაბრალებენ, რომ „ქოცები" ვართ, ხან პირიქით

ხან „ნაცები" გვაბრალებენ, რომ „ქოცები" ვართ, ხან პირიქით ,- ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ორი რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ.

გიორგი გახარიას და მის გუნდს ოპონენტების მიმართ დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ხან „ნაცები" გვაბრალებენ, რომ „ქოცები" ვართ, ხან პირიქით. გიორგი გახარიას მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინია, რას წარვადგენთ, ამაზე გუშინ გახარიამ ისაუბრა. წლებია, ქართულ პოლიტიკაში ორი რადიკალური პოლუსი არსებობს, რომელთაც დღის წესრიგის შექმნა პოლიტიკური კინკლაობით სურთ და ბუნებრივია, არც ერთს და არც მეორეს სიახლის მიმართ რეზისტენტულობა გააჩნია,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა