აქციის მონაწილეები, რომლებიც სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

აქციის მონაწილეები, რომლებიც სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და აქციას თბილისში მართავენ, აცხადებენ,რომ რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჯანიკო ლაბაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, სუსტად არიან ქალებიც, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობენ.

" ჩვენ ვითხოვდით ხელისუფლების ჩართულობას იმაში, რომ მარტო არ დავრჩენილიყავით კომპანიასთან. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, არც კი აღგვიქვამენ ადამიანებად, როდესაც ჩვენ ქვეყანაში წესით თავს დაცულად უნდა ვგრძნობდეთ და გვქონდეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება",-აღნიშნავს ლაბაძე.

როგორც პროტესტის მონაწილე აცხადებს, მათთან სახალხო დამცველის წარმომადგენელიც იყო მისული, თუმცა, მისგან რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ მოუსმენიათ.

ცნობისთვის, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები პროტესტის უკიდურეს ფორმას მომართავენ. ადგილობრივების ნაწილმა პირი ამოიკერა. როგორც ისინი აცხადებენ, კომპანიის საქმიანობის გამო სახლები ენგრევათ, ხოლო "ჯორჯიან მანგანეზი" კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა