თბილისის საქალაქო სასამართლოში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა აქცია ლოზუნგით - „შეწყდეს პოლიტიკური დევნა” გამართეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა საპროტესტო აქცია ლოზუნგით - ,,შეწყდეს პოლიტიკური დევნა” გამართეს.

აქციის მონაწილეები “მოძრაობა საქართველოს” წევრის, გიორგი მუმლაძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს აპროტესტებენ. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აქტივისტების მიმართ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი .

აქტივისტი გიორგი მუმლაძის განცხადებით, ქვეყანაში იდევნება განსხვავებული აზრი და

ამ ყველაფერს მიუხედავად ,,მოძრაობა საქართველოსთვის” გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ მართლმსაჯულება არის პოლიტიზირებული და ხდება პოლიტიკური დევნა. წინა კვირას მე 6000-ლარიანი ჯარიმა დამიწერეს სრულიად აბსურდულად. ამ საქმეზეც არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, როგორც “ქართული ოცნება " გადაწყვეტს, ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მათ არ ეყოთ ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა და ჩემს ოჯახის წევრებზე გადავიდნენ. სამსახურიდან გაათავისუფლეს ჩემი ძმა, ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანაში იდევნება განსხვავებული აზრი, ამ ყველაფერს მიუხედავად „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთი მხრივ გააგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მეორე მხრივ, უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობისთვის", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა