ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა მთელმა რიგმა გადაწყვეტილებებმა. უწყების პრესსამსახურს ცნობით, ამის შესახებ მან საქართველოს ICT ახლადშექმნილი ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, ნათია თურნავამ შეხვედრაზე ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა და ერთ-ერთ მაგალითად, სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოიყვანა, რომელიც სექტორის იმ წარმომადგენლებზეც გავრცელდა, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს აკმაყოფილებენ.

მინისტრის განცხადებით, ასეთი კომპანიებისთვის, რომლებიც ICT სექტორში მუშაობენ და მომსახურებას ექსპორტზე აწვდიან, დაბალი გადასახადები არსებობს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ICT ინდუსტრია დგას, ასევე განვითარების პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც სექტორის სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გააქტიურდა.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ICT ერთ-ერთი ის დარგია, რომელიც სხვა მწარმოებლურ სექტორებთან ერთად გახდება ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ჩვენი ქვეყნიდან,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ICT სექტორის განვითარებას. მათი ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს