„ზუმერში“ ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება

„რე|ბანკის“ პარტნიორებს დღეიდან უკვე ზუმერიც შეემატა. „რე|ბანკის“ ცნობით, საქართველოს მასშტაბით „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელში და ვებ გვერდზე zoommer.ge „რე|ბანკის“ შოპინგ ბარათით, ტოპ|ქარით 6-თვიანი, სრულიად უპროცენტო (ეფექტური 0%-იანი) განვადებით ნებისმიერი ნივთის შეძენაა შესაძლებელი.

როგორც ბანკში აღნიშნავენ, შენაძენის ღირებულებას არც ერთი თეთრი არ დაემატება, თუკი ზუსტად 6 თვეში დაიფარება.

„ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/App ან ზუმერის მაღაზიებში: თბილისში - საბურთალოს „სითი მოლში“, ასევე ბათუმში - „ბლექ სი მოლში“. ტოპ|ქარდის ასაღებად შეგიძლიათ, ასევე, ეწვიოთ „რე|ბანკის“ ფილიალებს https://rbnk.ge/Branches ან დაუკავშირდეთ კონტაქტ ცენტრს +995 32 222 25 25.

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია „რე|ბანკისგან“, რომლითაც მყიდველი ხარჯებს ანაწილებს რეკომენდებულ ვადებზე, ისე რომ ერთ თეთრსაც არ იხდის ზედმეტს. „ზუმერის“ ქსელში და ვებ გვერდზე უპროცენტო განვადების ვადა არის 6 თვე.

ტოპ|ქარდზე განვადების ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ გიმტკიცდებათ მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად შეგიძლიათ, ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ გიწევთ.

„რე|ბანკის“ პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525“,-აღნიშნულია „რე|ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა