გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე, სადაც შემთხვევითი არჩევის წესით გიორგი ვაშაძისა და გიორგი გახარიას დებატები უნდა შემდგარიყო, მან ოპოზიციონერ ლიდერს მამუკა მდინარაძე გაუგზავნა.

„ძალიან სუსტ საუბარს ვხედავ ადამიანის, რომელსაც წარმოედგინა, რომ ოლიმპოს მთაზე იჯდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. მაშინ დებატებზე უარი მითხრა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული დებატების ფორმატში შემთხვევითი არჩევის წესით დაემთხვა ჩვენი სატელევიზიო დებატები, თუმცა ბატონ გახარიას შეეშინდა ჩემთან დებატებში შემოსულიყო და მდინარაძე გამომიგზავნა. ახლა კვლავ ვამბობ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში დავსხდეთ დებატებში და კითხვა დავუსვა, რადგან დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაუბედურებულია და ის გახლდათ ქვეყნის სათავეში“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ბილანიშვილი - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, მოსკოვი ნამდვილად არ უნდა იყოს უკმაყოფილო იმით, რაც ახლა საქართველოში ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2022
ხათუნა ბურკაძე - აგვისტოს ომიდან 14 წლის განმავლობაში რუსეთის უცვლელი, უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად საერთაშორისო სისტემის გარდაქმნაა აუცილებელი
სოფიო გრაკალიშვილი  - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სურვილია მომხმარებელმა ყველაფერი იცოდეს დაზღვევის პირობების შესახებ და საინფორმაციო ფურცელზე ხელმოწერა არ იყოს ფორმალური პროცედურა
„ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ბიზნესის საუკეთესო ინტერესებზეა ორიენტირებული“ - ლოგისტიკური კომპანია საბაჟო დეპარტამენტის ნაბიჯს მიესალმება