სალომე სამადაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის" საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი უხეში პოლიტიკურ შეცდომაა

„ნაციონალური მოძრაობისთვის" საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეში პოლიტიკურ შეცდომაა,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, დოკუმენტით გათვალისწინებული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.

სამადაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით.

„ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა