საქართველოშიც არ არის ყველაფერი იდეალურად. არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქვეყანას აქვს სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი უკვე არის პრობლემა და ეს არ არის კონკრეტული კორუფციული შემთხვევების და „ქეისების“ პრობლემა".
კალაძის განმარტებით, გამოწვევები სხვა განვითარებად ქვეყნებსაც აქვს.
„თქვენ ვერ დამისახელეთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც პრობლემები არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოშიც არ არის ყველაფერი იდეალურად. არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. იმისთვის ვართ ხელისუფლება და იმისთვის ხართ თქვენ ჟურნალისტები, იმისთვის არსებობენ ექსპერტები, რომ ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, სადაც იდეალურად იყოს ყველაფერი. ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რჩება გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხები სჭირდება", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება გიორგი გახარიას პოლიტიკურ გეგმებს და შანსებს, როგორც კალაძე აცხადებს, „ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მიმართებაში, თუ ვინ როგორ იქნებ ამომდევნო წლების განმავლობაში, გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა".
„გიორგი გახარიას შანსებზე საუბარი გამიჭირდება. ვერც იმას გეტყვით, წაიღებს თუ არა ის „ქართული ოცნების" ხმებს", - განაცხადა კალაძემ.