თამარ გაბუნია - მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას

მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად მოსალოდენლია რომ მივიღოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ორჯერადად აცრილია 30 722 ადამიანი.

„ვაქცინაციის პროგრამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გვაქვს გახსნილი. ანუ, აქ მასიური ვაქცინაციის პირველი ნიშანი გარკვეულწილად უკვე სახეზეა. მასიური და უფრო გაფართოებული ვაქცინაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაფხულის ბოლოსკენ მივიღებთ ყველა დაგეგმილ დოზას, რაც ამჟამად მოსალოდენლია, რომ მივიღოთ. მათ შორის ვგულისხმობ მილიონ დოზა „ფაიზერს“, რაზეც მუშობა მიდის, ასევე „სინოფარმის“ დამატებით დოზებს. უკვე გვექნება საშუალება, რომ ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს ვაქცინას ელოდება და შესაძლოა გარკვეული უპირატესობის გამო ან არჩევანის შესაძლებლობის გამოც, ჰქონდეს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი და ჩაერთოს აქტიურად პროგრამაში.

ჩვენ დღეში დაახლოებით უნდა ავცრათ 15-16 000 პირი. ვაქცინების საჭირო რაოდენობა, რომლის მობილიზებაც უნდა გავაკეთოთ დაახლოებით არის 4 მილიონამდე. გარანტირებულად მისღები ვაქცინები რაც გვაქვს დაგეგმილი ასეთია - დაახლოებით ნახევარი მილიონი არის დამატებით საჭირო, რომ მოხდეს მობილიზება. საუბარი მაქვს ორმხრივ ხელშეკრულებებზე, „კოვაქსის პლატფორმაზე“ და აშ. ყველაფერი ეს ქმნის უკვე სექტემბრისთვის ვაქცინების საკმარის რაოდენობას იმისათვის, რომ ჩვენ დაახლოებით 55%-ის მოცვა შევძლოთ. დარჩენილ 5%-ის მობილიზებაზეც მუშაობა მიდის და ვფიქრობ, ამ მხრივ პრობლემები არ იქნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კოვიდ-პასპორტებს, როგორც გაბუნიამ განმარტა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა და „ივნისის ბოლოსკენ პროდუქტი უკვე დასრულებული გვექნება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა