სალომე სამადაშვილი - ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ  პრემიერი იყო, ისეთი გზავნილებით გვესაუბრება, თითქოს სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს

ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იყო პრემიერი, წლების მანძილზე იყო მთავარი მოთამაშე "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ბანაკში, გვესაუბრება ისეთი გზავნილებით, თითქოს რაღაც სხვა პლანეტიდან ჩამოფრინდა გუშინ და მხსნელად მოევლინა ქართველ ხალხს,- ამის შესახებ ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გიორგო გახარიას გუშინდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი გზავნილებით გახარია საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს და მისგან პასუხს აუცილებლად მიიღებს. სამადაშვილის თქმით, გახარიამ შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი წაართვას “ქართულ ოცნებას” თვითმმართველობის არჩევნებზე და ამით ოპოზიციას გაუიოლოს ამოცანა, რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

"ძალიან კომიკურია იმაზე საუბარი, რომ გახარია ოპოზიციისთვის რაიმე სახის საფრთხეს წარმოადგენს. მოვისმინეთ მისი გამოსვლა, ძალიან არაშთამბეჭდავი იყო, ძალიან ბევრი ტყუილი იყო. ის ფაქტიურად არანაირად არ ემიჯნება იმ ყველაფერს, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობასთან არის დაკავშირებული: კორუფციას, მოქალაქეებზე ძალადობას და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, გახარიას პოლიტიკური პროექტი საკმაოდ წარუმატებელი იქნება, თუმცა "ქართულ ოცნებას" ალბათ, რაღაც რაოდენობის ხმებს წაართმევს. ბიძინა ივანიშვილმა კარგად გააცნობიერა, რომ "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს და რაღაც ტიპის კოალიციის ფორმირებას შეეცდება სხვადასხვა მოთამაშეებით, მათ შორის, შეისაძლოა გახარიასთანაც. მაგრამ იმდენად დისკრედიტირებულია უკვე „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, ივანიშვილის მცდელობა, შექმნას სატელიტური პარტიები „ქართული ოცნებისთვის“ და კოალიციის გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება სრული კრახისთვის არის განწირული,"- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს