ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომელიეები, რესტორატორები, ღვინის სფეროს მწერლები, მედიის წარმომადგენლები კრაკოვიდან და კატოვიცედან.

„ დეგუსტაციაზე, ძირითადად, წარმოდგენილი იყო ქართლის, კახეთისა და იმერეთის იმ მცირე მარნების 10-მდე დასახელების ღვინო, რომელთა ექსპორტი დღეისათვის პოლონეთის ბაზარზე არ ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებების მიზანია, ხელი შეუწყოს პოლონეთის ღვინის ბაზარზე ახალი მწარმოებლების დამკვიდრებას.

ქ.კრაკოვში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ღვინის ჟურნალისტი მარიუს კაპჩინსკი და კომპანიის „მალინოვა“ ხელმძღვანელი მარჩინ სვიატკოვსი უძღვებოდნენ.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან პოლონეთში ღვინის რეალიზაცია 60-მდე კომპანიამ განახორციელა და ექსპორტირებული იყო 5 მლნ-ზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო. ზრდამ, 2019 წლის ექსპორტთან შედარებით, 30% შეადგინა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა 2,2 მლნ-ზე მეტ ბოთლს შეადგენს (ზრდა 11%).

ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა