თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“- ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

ისინი ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისგან 60%-იან წილს ითხოვენ. დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარეს იმყოფებოდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით ქიბარ ხალვაში თანხას აძლევდა არა ტელევიზიის მფლობელებს, არამედ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრებს, „ჯერ ოქრუაშვილს, მერე მერაბიშვილს, შესაბამისად შეუძლებელია ის წილების კეთილსინდისიერ მფლობელად ჩაითვალოს“.

„ჩვენ წარვადგინეთ დღეს შუამდგომლობა დამატებითი დოკუმენტაციის დართვის მოთხოვნით, თითოეული მოწმის ჩვენება იქნა წარდგენილი და სხვა დამატებითი მტკიცებულეები, რომლებიც, პირდაპირ ადასტურებენ თუ რა დანაშაულებრივი იძულება ხდებოდა 2004 წელს მაშინდელი თანამდებობის პირების მხრიდან.

ჩვენ წარმოვადგინეთ ქიბარ ხალვაშის და პაატა კარსანიძის ჩვენება, რაც სისხლის სამართლის ჩვენების საფუძველზე მათ მისცეს პროკურორს, ისინი ორჯერ იყვნენ დაკითხული, და ორივეჯერ ადასტურებენ ერთსა და იმავეს. მათ შორის ქიბარ ხალვაში ჩვენებაში ამბობს, რომ ,,რუსთავი 2”-ის შეძენის შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღო ირაკლი ოქრუაშვილისგან. ნასყიდობის საფასური მთლიანად მისცა ირაკლი ოქრუაშვილს და 4 მილიონი მისცა ნაწილ-ნაწილ ივანე მერაბიშვილს. ადამიანს, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს სამართალზე, გაუჩნდება კითხვა რამდენად შეიძლება მყიდველი ჩაითვალოს კეთილსინდისიერად, როდესაც თანხას აძლევს არა მფლობელს, არამედ შინაგან საქმეთა მინისტრებს და მათ აძლევდა თანხას, ჯერ ოქრუაშვილს, მერე მერაბიშვილს”, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

იხილეთ ვიდეო:თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სასამართლო პროცესი გადაიდო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა