ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვარძიის ისტორიულ-ხუროთმოძღვრულ კომპლექსში ახალგაზრდა არქეოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ინფორმაციას უნივერსიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში არქეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში განხორციელებული კვლევების შესახებ მოხსენებები წაიკითხეს და დისკუსიები გამართეს არქეოლოგებმა საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან რუსეთიდან.

კონფერენცია ახალგაზრდა არქეოლოგებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის ამზადებს, რაც ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული კვლევის სამეცნიერო კომისიის წინაშე წარდგენას და ამ კვლევის განხილვას გულისხმობს.

„კონფერენციას ყოველწლიურად 10-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტების, მუზეუმების, სასწავლო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან. ახალგაზრდა არქეოლოგთა XII საერთაშორისო კონფერენცია წელს ქართველი არქეოლოგის პროფესორ ოთარ ლორთქიფანიძის 90 წლისთავს მიეძღვნა“,-აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო