„საქართველოს წითელი ჯვარი“ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს წითელი ჯვარი“ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.„საქართველოს წითელი ჯვრის“ ცხელ ხაზზე (032 2 501 105) ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება მიიღოს უფასო ფსიქოლოგიური პირველი დახმარება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის კონსულტაცია.

„საქართველოს წითელი ჯვრის“ ცნობით, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება Covid19-ის შესახებ არსებულ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზეც. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ასევე შესაძლებელია ტექნიკური მხარდაჭერის მიღება კოვიდ-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის გასავლელად.

„ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე.

შეგახსენებთ, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო