„ენერგო-პრო ჯორჯია“ კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დაფინანსებით, სრულად განახლდა ელექტროქსელი, რომელიც ბახმაროს ელექტროენერგიით ამარაგებს, ამასთან, ყველა მომხმარებელს დაუმონტაჟდა მაღალი კლასის ინდივიდუალური მრიცხველი.

მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ კომპანიის ბილინგის ბაზაში, აბონენტების ინდივიდუალურად რეგისტრაცია მოხდეს, მაცხოვრებლებმა წერილობით უნდა მომართონ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნებისმიერ ფილიალს თუ მომსახურების ცენტრს საქართველოს მასშტაბით და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია.

„ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამორიცხვის მიზნით, სასურველია ყველა დამსვენებელმა, კომპანიაში განცხადების შემოტანა განახორციელოს 15 ივნისამდე, საკურორტო სეზონის დაწყებამდე.

აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვებისთვის ყველას შეუძლია დაუკავშირდეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზს 0322471707“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო