გიგა ბოკერია - გიორგი გახარია ვერ ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს

ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან გახარიას ნდობა არ შეიძლება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, გიორგი გახარია ვერ, ან არ ბედავს, რომ ბიძინა ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.

„ვისაც ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა სურს, იმათგან ნდობა, ამ ადამიანის, გახარიასი არ შეიძლება. ადამიანი ვერ, ან არ ბედავს, რომ ივანიშვილზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, 20 ივნისზე იგივე, „ოცნების“ პროპაგანდისტურ, უტიფარ ხაზს აწვება, აღიარებს, რომ მინისტრის მოხსნაც არ შეეძლო კრიტიკულ ვითარებაში, კოვიდზე საბრძოლველად თანხები ამ ადამიანის პიარზე დაიხარჯა და ამას შეეწირა ჩვენი ეკონომიკა და ჯანდაცვა. ყველა კრიტიკულ ვითარებაში, იქნება ეს ია კერზაიას საქმე, საპრეზიდენტო არჩევნების დროს სამარცხვინო ზეწოლისას, პანკისის სპეცოპერაციისას, თუ სხვა, ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდებოდა, ან იღებდა სამარცხვინო გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნავს ბოკერია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა