ფინანსთა მინისტრი - სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად

სახმელეთო საზღვრის გახსნის შედეგ, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მზადაა ტურისტებისა და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

ხუციშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე იწყება ტურისტული სეზონი და ეს შესაძლებლობა ქვეყნას ტურიზმის სექტორის აღდგენაში დაეხმარება.

„გუშინ გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრილის თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 44,8%, 4 თვის საშუალო მონაცემი არის 8,1% და ეს არის ეკონომიკის გახსნის მნიშვნელოვანი დასაწყისი. პრაქტიკულად, ყველა სექტორში ძალიან სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენაც რომელსაც დამატებით ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, იქნება ის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა